– წყლის გაწმენდა და გაუსნებოვნება საყოფაცხოვრებო და სასმელი წყლის მიწოდების სისტემებში, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს, ჩამდინარე წყლების, თოვლის სადნობი სადგურებში არსებული წყლების, ღია ავზების წყლების, ფანტანების წყლების, ქუჩების გასარეცხი წყლების, გრძელ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სასმელი და ტექნიკური წყლების, საწაროების სამრეწველო წყლის მიწოდების სისტემებში გამდინარე წყლების, ტექნიკური და სასმელი წყლის მიწოდების ცირკულაციის სისტემებში გამოყენებული წყლების, ცხელი წყლის მიწოდების ღია და დახურულ სისტემებში გამოყენებული წლის, საცურაო აუზებში და აკვა პარკებში არსებული წყლების გაწმენდა და გაუსნებოვნება
ბიოლოგიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. – კვების მრეწველობაში, კერძოდ რძის პროდუქტების, ასევე საკონდიტრო წარმოებაში, საცხობში, ალკოჰოლური სასმელების და ლუდის წარმოებაში, ხილის წვენების და გამაგრილებელი სასმელების, ცივი და ცხელი მინერალური წყლის წარმოებაში გამოყენებული კონტეინერებისა და მილსადენების დეზინფექცია და სოკოვანი და ობის ნადებისგან დაცვა;
– ოთახში არსებული ზედაპირების, მყარი და რბილი ავეჯის, იატაკის და ნოხის საფენების, ავეჯის გადასაკრავი ქსოვილის, საყოფაცხოვრებო ნივთების, ზედაპირების და ხელსაწყოების, სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების, თეთრეულის, ჭურჭლის (მათ შორის ლაბორატორიული) გასარეცხი საგნების დეზინფექცია და გარეცხვა;
– ინფექციური დაავადებების გავრცელების დროს სამკურნალო დაწესებულებებში (მათ შორის კლინიკური, დიაგნოსტიკური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, ნეონატოლოგიის განყოფილებები, სამშობიარო სახლები, ახალშობილთა პალატები, საბავშვო და პერინატალური დაწესებულებები) არსებული ჭურჭლის, რეზინის ჭილობების, გასაწმენდი მოწყობილობების და მასალების, სათამაშოების, საექთნო ნივთების, პერსონალური ჰიგიენური ნივთების მიმდინარე, საბოლოო და პროფილაქტიკური დეზინფექცია;
– სამედიცინო მოწყობილობების სტერილიზაცია;
– სამედიცინო მოწყობილობების (მათ შორის ინკუბატორების, ანესთეზიური და რესპირატორული მოწყობილობების და ა.შ.) დეზინფექცია;
– სამედიცინო მოწყობილობების (მათ შორის მაგარი და მოქნილი ენდოსკოპების, მაღალი დონის ენდოსკოპების და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების, ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების, მათ შორის ბრუნვადი ინსტრუმენტების, ასევე სტომატოლოგიური მასალების – ალგინატის ანაბეჭდების, სილიკონის მასალების, პოლიეფირის ფისის, ლითონის პროთეზების, კერამიკის, პლასტმასის და სხვა მასალების) დეზინფექცია (სტერილიზაციის წინა დეზინფექციასთან და საბოლოო გაწმენდასთან ერთობლივად, მათ შორის ავტომატიზირებული მეთოდებით) მექანიკური და ავტომატიზირებული საშუალებების (ულტრასაუნდის) გამოყენებით;
– სამედიცინო ნარჩენების – ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პროდუქტები, სახვევები, ერთჯერადი მოხმარების თეთრეული და ა.შ. – დეზინფექცია, სამკურნალო დაწესებულებაში ხელახლა დამუშავებამდე.
– სანიტარული ტრანსპორტის დეზინფექცია;
– გამოიყენება სამკურნალო დაწესებულებაში, სკოლამდელ სასწავლებელში, სკოლაში და სხვა ზოგად საგანმანათებლო და რეკრეაციულ კომპლექსებში, საერთო მოხმარების ტერიტორიებში, არმიაში, პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში საერთო დასუფთავების დროს;
– საჰაერო დეზინფექცია სხვადასხვა საგნებზე, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებზე (კონდიციონერები, გათბობის კომბინირებული სისტემები, მრავალზონიანი გათბობის კომბინირებული სისტემები, სახურავის კონდიციონერები, ავტომანქანის კლიმატის კონტროლის სისტემები და ა.შ) შეფრქვევის გზით;
– საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში, კვების პროდუქტებით ვაჭრობის ადგილებში, მომხმარებელთა ბაზრებზე, საერთო მოხმარების ტერიტორიებზე, სასტუმროებში, ჰოსტელებში, საცურაო აუზებზე, საუნაში, მასობრივი შეკრების ადგილებში არსებული ფართობების და მოწყობილობების (მათ შორის საკვებ პროდუქტებთან შეხებაში მყოფი მოწყობილობები) დეზინფექცია და გარეცხვა;
– შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, იარაღების, საპარიკმახეროების, მასაჟისა და სილამაზის სალონების, სამრეცხაოების, კლუბების, სანიტარული წერტილების და საზოგადოებრივი მომსახურების სხვა ობიექტების დეზინფექცია;
– ფეხსაცმლის დეზინფექცია დერმატომიკოზის წარმოშობის სოკოვანი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით;
– ნარჩენების შემკრები მოწყობილობის, სატვირთო მანქანების, სანაგვე ყუთების და ნარჩენების საფქვავი მოწყობილობების, სანაგვე ღარის დეზინფექცია, გარეცხვა და სუნის გაფანტვა;
– ისეთი ავტონომიური ტუალეტების რეზერვუარების შემცველობის გაწმენდა, რომელიც არ ჩაედინება საკანალიზაციო სისტემაში, ასევე ავტონომიური და ბიო ტულატების (ქიმიური WC) კაბინების ზედაპირების დეზინფექცია;
– ბაქტერიული (მათ შორის ტუბერკულოზი, შავი ჭირის გამომწვევი ფაქტორები, ქოლერა, ციმბირის წყლული), სოკოვანი (კანდიდოზი, დერმატომიკოზი, ობის სოკოები) და ვირუსული (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, ჰერპესი, პოლიომიელიტი, ყველა ტიპის ჰეპატიტი, მათ შორის A, B და C ჰეპატიტი, HIV ინფექცია, ადენოვირუსი) წარმოშობის ინფექციების დროს სხვადასხვა საგნების დეზინფექცია;
– სისხლის და ბიოლოგიური სეკრეციების (შარდი, ექსტრემენტები, ნერწყვი) გაწმენდა სამედიცინო და პროფილაქტიკურ დაწესებულებებში და კლინიკურ ლაბორატორიებში, სისხლის გადასხმის ცენტრებში, სანიტარულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
– ვეტერინარული შემოწმების ობიექტების პრევენციული და სავალდებულო დეზინფექციის განხორციელება, კერძოდ: ცხოველების, ფრინველების, თევზების და ბეწვიანი ცხოველის სადგომების, მასთან დაკავშირებული დამატებითი ნაგებობების, პროცესის დროს გამოყენებული მოწყობილობების და ცხოველების მოსავლელი ინსტრუმენტების დეზინფექცია;
– ხორცის და ფრინველის ხორცის დამმუშავებელ საწარმოებში და სასაკლაოს პროდუქციის დამმუშავებელ მაღაზიებში არსებული საწარმოო დანადგარების და მოწყობილობების, მეურნეობის (ფრინველების და ბეწვიანი ცხოველების ფერმა) სანიტარული სასაკლაოების, რძის პროდუქტების მეურნეობის, შესანახი მოწყობილობების და ცხოველების საკვების და რძის პროდუქტების შესანახი და გადასატანი კონტეინერების დეზინფექცია;
– ავტომობილები, სარკინიგზო ვაგონები და სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც გამოიყენება ცხოველების და ფრინველების, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადასატანად, ასევე ღია ტერიტორიები (ბორტები, ბაქნები), ცხოველების და ფრინველების სადგომი ობიექტები (სასაკლაომდე გასაჩერებელი ტერიტორიები, ბაზრები, გამოფენები, სპორტული მოედნები და სხვა);
– ცხოველების, ტექნოლოგიური მოწყობილობების და ზოოპარკის, ცირკის, ინკუბატორების, ვივარიუმის, ვეტერინარული კლინიკების და კლინიკების მოწყობილობების შესანახი ნაგებობების დეზინფექცია;
-მომსახურე პირის სპეციალური ტანსაცმელის/კომბინიზონი;
– საინკუბატორე კვერცხების დეზინფექცია;
– წყლის გარემოს გაწმენდა თევზების ტრანსპორტირების და მოვლის დროს ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით;
– ინკუბატორების, სამრეწველო ობიექტების, ხელოვნური არხების, თევზსსაშენის, ბადეების, ქისისებრი ბადეების და ცოცხალი თევზის სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია;
– ბადეების, თევზის დასაჭერად და თევზის ავზების გასარეცხად საჭირო ჯაგრისების დეზინფექცია;
– ცხოველების, ფრინველების, თევზის ფერმების დეზინფექცია ნებადართულია ცხოველების, ფრინველების, და თევზების ტერიტორიიდან გაყვანის გარეშე.
– დეზბარიერის სისტემის და სადეზინფექციო ბაკის შევსება;
– სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამუშავებისთვის და შენახვისთვის საჭირო შენობების, ნაგებობების, ნებისმიერი ტიპის შესანახი ობიექტების, ტექნოლოგიური მოწყობილობების პროფილაქტიკური და სავალდებულო დეზინფექცია;
– სოფლის მეურნეობაში ფუნგიციდური პრეპარატის ფორმით გამოყენება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების და მარცვლეულის (ხორბალი, ჭვავი, ყურძენი, სალათის ფურცელი და ა.შ.) ასევე ხილის ხეების და შესანახად ან დასათესად განკუთვნილი მარცვლეულის დაავადებებისგან დასაცავად და პრევენციის მიზნით;
– სოფლის მეურნეობის პროდუქტების როგორც ეფექტური ბაქტერიციდული თვისებების მქონე საშუალების ვარგისიანობის ვადის გაზრდა, რომელიც არ მოქმედებს პროდუქტის გარეგნულ ფორმასა და გემოზე და სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
– ქაღალდის მასალების დაცვა მიკროორგანიზმებისგან და სოკოსგან, დაზიანებულ და ძველი წიგნების და ხელნაწერების აღდგენა;
– ხის დაცვა და საცხოვრებელ შენობებზე და ყველა ტიპის შენობაზე ობის და მოცისფრო ფერის ნადების წარმოქნისგან დაცვა;
– ბიოციდური საღებავების დამზადებისას დანამატის ფორმით გამოსაყენებლად, რომელიც ბიოციდურ თვისებებს ანიჭებს პოლიმერებს, ბეტონს, ხეს, ფილტრაციის მასალებს (ქვანახშირი, ქვიშა, ცეოლიტი) და სხვა ზედაპირებს;
– როგორც ტყავის დამცავი საშუალება ხორცის დასამუშავებელ ქარხნებსა და მოსავლის ასაღებ პუნქტებში;
– ტექსტილის მრეწველობაში, ტექსტილის მასალების ანტიმიკრობული დამუშავებისთვის, შალის შემცველი ბოჭკოვანი მასალების ჩრჩილისგან დასაცავად.
– შალის ტანსაცმლის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების გაუმჯობესება, დაბალი შემცირების და არა გამამაგრებელი თვისებების უზრუნველყოფა, ცვეთა მედეგობის გაზრდა.
შინაური საქონლის, ფრინველის, პირუტყვის და თევზის ფერმების დეზინფექცია ნებადართულია ცხოველების, ჩიტების და თევზების თანდასწრებით;
დეზო ბარიერების და სადეზინფექციო აბაზანების შევსება.
შენობების, ნაგებობების, ყველა სახის შესანახი შენობა–ნაგებობის, შესანახად გამოყენებული ტექნოლოგიური აღჭურვილობის და სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების დასამუშავებლად გამოყენებული პროფილაქტიკური და სავალდებულო დეზინფექციისათვის.
სატრანსპორტო საშუალებების (ხომალდები, სატვირთო ავტომანქანები) და მათი საქონლის დეზინეფქციისათვის. საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შემდგომ ხომალდების, სატვირთო ავტომანქანების, კონტეინერების შიდა და გარე ზედაპირების დამუშავება. როგორც ჩამომსვლელი, ასევე გასამგზავრებელი სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის თითოეულ შემთხვევაში გამოყენებული შეფუთვების დეზინფექციის საჭიროება განიხილება უმცირესი დანახარჯებით. (მაგალითად, ყრილი ტვირთის გაგზავნისას (ფქვილი, ხილი და ბოსტნეული), აუცილებელია სატვირთო ადგილების ან კონტეინერის შიდა ზედაპირის წინასწარი დასუფთავება და სანიტარული დამუშავება).
შემოთავაზებული საშუალება საუკეთესოა ბაზარზე არსებულ მსგავსი დანიშნულების მქონე პროდუქტებს შორის მომხმარებელთა სპეციფიკისა და ფასსა და ეფექტურობას შორის თანაფარდობის თვალსაზრისით.