ბრენდი დეზოტეკი

 

მაღალეფექტური და უსაფრთხო სადეზინფექციო/სასტერილიზაციო საშუალება

 

ინოვაციური ტექნოლოგიით, გუანიდინის ფუძეზე შექმნილი ორგანული პოლიმერი, პოლიჰექსამეთილენგუანიდინის ჰიდროქლორიდი ბუნებრივი  წარმოშობის კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს გარემოს ბუნებრივი წმენდის პროცესებში და გააჩნია მოქმედების უნიკალური მექანიზმი.

პოლიჰექსამეთილენგუანიდინის მოქმედების მექანიზმზე დაყრდნობით კომპანია „სითი 12″-ის მიერ შემუშავებული იქნა კომბინირებული ფორმულა, მეოთხეული ამინების კომპლექსის დამატებით, რაც უზრუნველყოფს მოქმედ ნივთიერებათამძლავრ სინერგიულ ეფექტს და ზრდის ბაქტერიციდულ და ვირუციდულ აქტივობას.

ბრენდ „დეზოტეკს” გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა სხვადასხვა გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების, ტუბერკულოზის გამომწვევების, ვირუსების (მათ შორის მწვავე რესპირატორული (ყველა ტიპის გრიპის) ვირუსული ინფექციები, ჰერპესი, პოლიომიელიტი, ყველა სახის ჰეპატიტები: А, В და С ჰეპატიტების ჩათვლით, აივ-ინფექცია, ადენო-, როტა-, პაპოვავირუსი), კანდიდას გვარის სოკოს და ტრიქოფიტონის (დერმატოფიტის), ობის სოკოების, შიდასაავადმყოფო ინფექციების გამომწვევების მიმართ, გააჩნია სპოროციდური აქტივობა, აგრეთვე ეფექტურია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების
(ნაწლავის ჩხირის, შავი ჭირის, ქოლერის, ციმბირის წყლული, ქათმისა და ღორის გრიპის და სხვა) მიმართ.

არ იწვევს რეზისტენტობას ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ.

ცალკეული პროდუქტის გამოყენების წესი და დოზირება იხილეთ ეტიკეტზე!